საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებულის, ოთარ ფარცხალაძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული, ყოფილი მთავარი პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე ადვოკატთან ერთად მივიდა.
საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო.
საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს, „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტს. საქმის მასალების მიხედვით, აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
შს სამინისტრომ იმავე დღეს ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დღევანდელ პროცესზე ლაშა თორდია, რომელიც, ამჟამად, უცხოეთში იმყოფება, “სკაიპის” საშუალებით ჩაერთვება.
თავად ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. მას ამ საქმეზე 5000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ამავე საქმეზე, ასევე, ბრალდებულია ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები