მერაბ ლომინაძე: სამი თვის ფარგლებში, ჭიათურა მთლიანად განიტვირთება მძიმე მანქანებისგან

„დაახლოებით, სამი თვის ფარგლებში, ჭიათურა მთლიანად განიტვირთება მძიმე მანქანებისგან, რომელთაც გადააქვთ მადანი და კონცენტრანტი“,- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

„ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებს ჰქონდათ, იყო ეკოლოგიასთან დაკავშირებით, კერძოდ, მძიმე მანქანების მოძრაობა ქალაქის ტერიტორიაზე, რაც შევათანხმეთ მუნიციპალიტეტთან, რადგანაც ქალქში მოძრაობის დარეგულირება ჩვენი პირდაპირი ფუნქცია არ გახლავთ. პირველ ეტაპზე გადაწყდა და შეთანხმდა, რომ ქალაქის ცენტრში მძიმე სატვირთო მაქანების მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამი თვის ფარგლებში, ქალაქი მთლიანად განიტვირთება ამ მძიმე მანქანებისგან, რომელთაც გადააქვთ მადანი და კონცენტრანტი“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გაფიცული თანამშრომლების სხვა მოთხოვნაზე, კერძოთ კვებითი უზრუნველყოფის საკითხზეც, ისაუბრა.

„გაფიცულთა მხრიდან  კვების საკითხი იყო ერთ-ერთი მოთხოვნის საგანი. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ უკვე შევცვალეთ კომპანია, რომელიც ჩვენს თანამშრომლოებს კვებით უზრუნველყოფდა, შესაბამისად, ეს პრობლემა უკვე ამოწურულია და აღარ გახლავთ დისკუსიის საგანი“, – აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას – „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო ქვეყანაში, რომელმაც თანამშრომლებს სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა პირველმა შესთავაზა.

„ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3200 ადამიანი, მათი საშუალო ხელფასი გახლავთ 1000 ლარი, ხელფასის გარდა, ისინი სარგებლობენ ისეთი დამატებითი შეღავათებით, როგორიც არის სადაზღვევო პაკეტი მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის – აბსოლუტურად უფასოდ. სხვათა შორის, ჩვენ ქვეყანაში ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მოთხოვნის გარეშე შესთავზა თავის თანამშრომლებს მუშაობის ეს პირობები. ჩვენ, ასევე, ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომელების ადგილზე გადაყვანას სრულიად უფასოდ – როგორც სახლიდან სამსახურში, ასევე – სამსახურიდან სახლში“, – აღნიშნა მერაბ ლომინაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები