რამდენი მილიონით ზარალდება მაღაროელთა გაფიცვით საქართველოს ეკონომიკა – „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის განმარტება

„მაღაროელების გაფიცვით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველდღე მილიონი ლარით ზარალდება, ქვეყნისთვის კი ეს გახლავთ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მაღაროელების გაფიცვა, მით უფრო დიდ დარტყმას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა.

„წინასწარი გათვლებით, ეს გახლავთ, დაახლოებით, მილიონი ლარი დღეში, ქვეყნისათვის ეს გახლვათ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარის ექსპორტის შემცირება, და ვფიქრობ, რომ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო დიდხანს არ იქნება გაფიცულების მხრიდან გამოყოფილი საინიციატივო ჯგუფი, რომელთანაც მოხდება მოლაპარაკება და საკითხების შეჯერება, მით უფრო დიდი იქნება ის დარტყმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა მიიღებს“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ლომინაძის განცხადებით, ვინაიდან კომპანიას მიაჩნია, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა, „ჯორჯიან მანგანეზი“ აპირებს, აღნიშნული პროცესი სასამართლოში გააგრძელოს და სიტუაცია კანონის დახმარებით დაარეგულიროს.

„დღეის მდგომარეობით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში საწარმოო პროცესი გაჩერებულია, არცერთი ქვედანაყოფი   მუშაობს. ვინაიდან  ჩვენ მიგვაჩია, რომ აღნიშნული გაფიცვა არის უკანონო, ჩვენი იურიდიული სამსახურები და იურისტები ამზადებენ იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და სამართლებრივი პროცესების დაწყება ამ ღონისძიების წინააღმდეგ“, – აღნიშნავს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები