მიხეილ კობახიძის ფილმების კინოჩვენება გაიმართება

23 მაისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress,  მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენებას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნაჩვენები იქნება: სტუდენტობის დროს გადაღებული ფილმები, „ქორწილი“, „ქოლგა“, და „მუსიკოსები“.
ჩვენებამდე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო მხეიძე.
გაიმართება დისკუსია.

რეჟისორი: მიხეილ კობახიძე;
გახმოვანება: ქართული.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები