გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში.
გიორგი გახარიამ  როსარია პუგლისის  ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე  მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები