სალომე ზურაბიშვილი შალვა თადუმაძეს შეხვდა

0

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე პრეზიდენტმა და გენერალურმა პროკურორმა ევროკავშირის დაწესებულებასთან (EUROJUST) სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტი 30 მაისს პროკურატურის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს შეხვედრაზე მისცა.

კომენტარები

კომენტარი