რუსთაველის თეატრი მოსკოვში, ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მოსკოვში გასტროლებზე მიდის.   რუსთაველის თეატრი, „მოსსოვეტის“ სახელობის თეატრში, 8, 9 ივნისს, წარადგენს სპექტაკლს:  „ვანო და ნიკო“.
თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი ჩეხოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. პიესის ავტორი და რეჟისორი რობერტ სტურუაა.
„ვანო და ნიკო“ ერლომ ახველედიანის მოთხრობების მიხედვით დაიდგა, ავსტრიელმა მწერალმა და დრამატურგმა პიტერ ჰანდკემ მას „საინტერესო და ამავე დროს პარადოქსულიც“ უწოდა.
რეჟისორმა გადაწყვიტა, ვანოს და ნიკოს ისტორია ახლებურად აღიქვას,  ახალგაზრდა მამაკაცებს მობეზრდათ იყვნენ – ერთი – კეთილი და მეორე – ბოროტი. მათ ადგილების შეცვლა გადაწყვიტეს, ვანო ბოროტი გახდა, ხოლო ნიკო – კეთილი.

რობერტ სტურუა:
„დიახ, ახლა ხშირად ვდგამ ქართულ პიესებს. ბოლო დროს საქართველოში იმდენი მოვლენა მოხდა, რომ მინდა კონკრეტულად გავერკვიო მათში. რაც არ უნდა მოხდეს, როგორი არეულიც არ უნდა იყოს ერთმანეთში სიკეთე და ბოროტება, როგორი რთული გასარკვევიც არ უნდა იყოს მიმდინარე მოვლენები, მაინც რჩება ჭეშმარიტებები, რომლებიც არ იცვლება. სიკეთე ყოველთვის დარჩება სიკეთედ, ბოროტება – ბოროტებად. და თუ ზოგჯერ ბოროტება იმარჯვებს, საბოლოო ჯამში, მაინც სიკეთე გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია მოსკოვის თეატრის ვებგვერდის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები