„დიდგორი” კანადაში 20-დღიან საკონცერტო ტურნეს გამართავს


მგალობელ-მომღერალთა გუნდი “დიდგორი” კანადაში, ქალაქ ედმონტონში საგუნდო მუსიკის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. მათი ინფორმაციით, 30 მაისს “დიდგორი” და კანადური გუნდი “Pro Coro Canada” ერთობლივ კონცერტს გამართავს, სადაც ლატვიელი კომპოზიტორის, უგის პრაულინჩის ნაწარმოებს – Tumsa Gaju-ს ერთობლივად შეასრულებენ. მათივე ცნობით, პირველ ივნისს “დიდგორი” კანადელი მსმენელის წინაშე სოლოკონცერტით წარდგება. დაგეგმილია ლექცია-სემინარები ქართული მრავალხმიანობისა და კულტურის შესახებაც.
“ტურნეს ფარგლებში “დიდგორი” ეწვევა კანადის სხვადასხვა ქალაქს: ედმონტონი, ვინიპეგი, ტორონტო, კინგსტონი, შერბრუკი, კვებეკი და მონრეალი. იგეგმება ქართულ სათვისტომოსთან შეხვედრები. კონცერტებთან ერთად გუნდი დაინტერესებულებს შეასწავლის ქართულ ხალხურ სიმღერა-საგალობლებს.
ანსამბლი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ღონისძიება. იგეგმება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, აუდიოალბომის გამოცემა. ოქტომბერში ჩატარდება “დიდგორის” საიუბილეო კონცერტი თბილისში”, – ნათქვამია მგალობელ-მომღერალთა გუნდის – “დიდგორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები