კინოს სახლში, ლევან აბაშიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კინოჩვენებები გაიმართება

22-24 მაისს, კინოს სახლის ლურჯ კინოდარბაზში, ლევან აბაშიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ფილმების – „არა მეგობარო” (რეჟ. გიო მგელაძე), „City Life” (რეჟ. ტატო კოტეტიშვილი), „ორომტრიალი” (რეჟ. ლანა ღოღობერიძე), „საფეხური” (რეჟ. საშა რეხვიაშვილი) – ჩვენებები გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 22 მაისის ჩვენებაზე – „არა მეგობარო” და „City Life“ დასწრება თავისუფალია,  23-24 მაისის სეანსებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინოს სახლის სალაროში მხოლოდ ჩვენების წინ. ბილეთის ფასი 5 ლარი, სტუდენტებისთვის – 3 ლარი.

პროგრამა:
22 მაისი, 20:00  – „არა მეგობარო“, City Life”;
23 მაისი, 20:00 – „ორომტრიალი“;
24 მაისი, 20:00 – „საფეხური“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები