სააკაშვილი ზელენსკის “წარმატებული უკრაინის” აყვავებას გეგმავს (ვიდეო)

0

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რათა “ქვეყანა ააშენოს”.
როგორც თავად ზელენსკიმ განაცხადა, ის მზადაა, ყველას მისცეს უკრაინის მოქალაქეობა, ვინც “მზადაა, ააღორძინოს ახალი და წარმატებული უკრაინა”.
“მე არ მჭირდება ახალი მოქალაქეობა. მე უნდა აღმიდგეს უკრაინის მოქალაქეობა. დასაწყისისთვის კი საჭიროა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შემიშვან, ვინაიდან მესაზღვრეებმა ჩემზე შეზღუდვის ბრძანება პოროშენკოსგან მიიღეს. მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ის მალე გაუქმდება. რა თქმა უნდა, მე ვგეგმავ უკრაინაში ჩასვლას. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში მიიღება”, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის Youtube-ის არხზე.
სააკაშვილმა, ასევე, ახსენა, რომ უკრაინაში დაბრუნებას იმისთვის აპირებს, რათა მის მიმართ სამართლიანობა დაირღვა. როგორც თავად აცხადებს, მას მეგობრები მოენატრა და უკრაინას თავის მეორე სახლად მიიჩნევს.
“ეს სამართლიანობის საკითხია და არა – პოლიტიკური”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი