სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტს ქართველის ხალხის სახელით მილოცვები გადასცა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ.
„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.
დღეს უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოურ დელეგაციებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები