უკრაინის რადაში სალომე ზურაბიშვილს დეპუტატები ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ (ვიდეო)
უკრაინაში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, სხვა უცხო ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იყო მიწვეული. რადაში სპიკერის მიერ გამოცხადების შემდეგ დეპუტატები მას ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ, მათ შორის – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც.
დღეს უკრაინის ახალი, რიგით მეექვსე პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. დღეიდან ის უკრაინის ახალი, ოფიციალური პრეზიდენტია.