“ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა, რაც კონკრეტულად სანდრას კანდიდატურის წამოყენებით რეალური საფრთხე იყო”

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვატო შაქარიშვილი საქართველოში გუშინ ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება.
როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა.
“პირველი და არახალი – “ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებს ხალხი! ზუგდიდში კიდევ ერთხელ გამოიჩინა საზოგადოებამ მაღალი ღირსება და მოახერხა ის, რასაც ვერ (არ) ახერხებს “ქართული ოცნება”. ხალხმა არ დაუშვა რევანში და არეულობა, რაც კონკრეტულად სანდრას კანდიდატურის წამოყენებით რეალური საფრთხე იყო.
მეორე და მეტად მნიშვნელოვანი – მთაწმინდაზე უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა ცხადყოფს, რომ ამომრჩეველი არჩევანის გარეშეა დატოვებული, შესაბამისად, უმრავლესობა არ წავიდა არჩევნებზე.
ეს ორი ფაქტორი განაპირობებს რეალურ პოლიტიკურ მოცემულობას საქართველოში. არ მაქვს იმედი, რომ “ქართული ოცნება” ამას გაიაზრებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამისათვის არანაკლები სიგნალი იყო, მაგრამ მათ მურუსიძის უვადოობაში დაინახეს ხსნა!მოქმედების დროა! არ იმსახურებს ხალხი არჩევანის გარეშე დატოვებას, ეს არც ქვეყანას გამოადგება!”, – წერს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები