სოსო არჩვაძე: ლაგარდის ვიზიტი ღია მხარდაჭერაა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალი ტალღისადმი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტიან ლაგარდის ვიზიტს ექსპერტები აფასებენ.
ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ ლაგარდის პირველი ვიზიტი საქართველოში არა იმდენად გაცნობითი ხასიათისაა, რამდენადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ რეფორმებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ხორციელდება – ინკლუზიური ეკონომიკით დაწყებული საპენსიო რეფორმით დამთავრებული.
„თბილისში სტუმრად მყოფმა სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ეკონომიკასა და საბანკო სფეროში გატარებულ რეფორმებს, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელთა გადალახვა მოუხდა და ახლაც უწევს საქართველოს ღია, გახსნილი ეკონომიკის პირობებში. სწორედ თანმიმდევრული რეფორმების საფუძველზე მოხერხდა საქართველოში ბიზნესისათვის გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემოს ფორმირება. ამ რეფორმების გრძელვადიანი მიზანი მკაფიოა – ესაა ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონის სტანდარტებზე გასვლა. ამასთანავე, მან გამოხატა ღია მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების ახალი ტალღისადმი, მათ შორის განათლების რეფორმა და სასამართლო სისტემის დახვეწა დასახელდა. ამ საქმეში ჩვენი ქვეყნის წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტებად მას მიაჩნია ქართველი ხალხის ტოლერანტობა, გახსნილობა და წარსულის გამოცდილების გათვალისწინება”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები