„წითელ ხიდზე“ 8000 ლარამდე ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს.
ნაკეთობების ღირებულებამ (საერთო წონა 92,85 გრამი), ჯამურად,  7,538.69 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით  ფულადი ჯარიმა 7,538.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები