გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს

კახეთში, გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს. არასრულწლოვანს მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
შემთხვევა 19 მაისს, საღამოს საათებში გურჯაანის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა

შს სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულზე სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები