სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას” ფეხბურთელები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას” ფეხბურთელები დააკავეს. აღნიშნული „კვირას“ სუს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს ხვალ გაავრცელებენ.

უწყების ცნობით, დაკავება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განახორციელა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავება გაყიდულ მატჩს უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სპორტსმენები სამართალდამცველებმა პირდაპირ გასახდელში აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩში „ვიტ-ჯორჯია” სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები