ირაკლი ღარიბაშვილი: ამ არჩევნებმა აჩვენა, ის, რომ “ქართული ოცნება” უკონკურენტო ძალაა

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედილაივში” შუალედური და რიგგარეშე არჩევნები შეაჯამა.

როგორც მან განაცხადა, ამ არჩევნებმა აჩვენა, ის, რომ “ქართული ოცნება” უკონკურენტო ძალაა.
​მისივე თქმით, მთავარია რომ ქვეყანა მშვიდობიანად გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე.

“მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს, ვინც ჩვენს კანდიდატებს ნდობა გამოუცხადა. ვინც მხარი არ დაგვიჭირა ეს ჩვენთვის მინიშნებაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკონკურენტოა ძალა, რომელიც ხედავს და რეაგირებს შეცდომებზე და მიდის წინ. ჩვენი მთავრი გზავნილია, რომ ქვეყანა მშვიდობით გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე და ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები, რაც შეიძლება მალე.

ამ არჩევნებმა ასევე გამოაჩინა ისიც, რომ ჩვენი ოპონენტები დესტრუქციული პოლიტიკის მატარებლები არიან, ცდილობდნენ დაეძაბათ ამომრჩეველი. ჩემთვის ამ არჩევნებით ყველაფერი დასრულებულია. საბოლოო შედეგებს კი რა თქმა უნდა ცესკო გამოაქვეყნებს.

​ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს ყველა ოლქში, საუბარია, რომ ერთ ოლქში იყოს მეორე ტური. თუმცა, ესეც არაა გასაკვირი ჩვენი მიღწევაა მეორე ტურის პრაქტიკის დამკვიდრებაც”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია კრიტიკა იმის შესახებ, თუ რატომ გახდა პოლიციის და დამატებითი ძალის მობილიზება, მაშინ როდესაც ოპონენტებს ზუგდიდში 5000 არადგილობრივი აქტივისტი ჰყავდათ ჩაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები