ირაკლი ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს ურჩევს დაისვენოს და მეუღლეს მიხედოს

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს ურჩია, რომ დაისვენოს და მის მეუღლეს მიხედოს.
როგორც მან ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა “იმედილაივში” საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა “ამ ბრძოლაში თავისი მეუღლე გამოუშვა, ყველაფერია ნათქვამი”.
​მისივე თქმით, ვისაც ანტისახელმწიფოებრივი სურვილი გაუჩნდება ყველას კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი.
“სააკაშვილის რიტორიკა, უკიდურესაც დამამცირებელია არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ მისი ამომრჩევლებისათვის. ჩემთვის ის ფაქტი, რომ მან თავისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში ამით ყველაფერი ნათქვამია. ეს ადამიანი, როგორც ომში იქცეოდა 2008 წელს, როგორც მხდალი პოლიტიკოსი, ისე მოიქცა ახლაც. ყოფილი პრეზიდენტი ფუფუნებაში ცხოვრობს და მომხრეებს მოუწოდებს დესტრუქციაზე წავიდნენ. მე მინდა სანდრას ერთი რჩევა მივცე, დაისვენოს და მიხედოს თავის მეუღლეს. ჩვენ კი, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ.
ყველასთვის ნათელია სააკაშვილის რიტორიკა, ყოველ არჩევნებზე ჩამოსვლას გვპირდება, თუმცა ის თვალით არავის უნახავს. ვისაც ანტისახელმწიფოებრივი სურვილი გაუჩნდება ყველას კანონის ფარგლებში გაეცემა პასუხი.
ახლა ჩვენთვის მთავარი მომავალზე ფიქრია და აღარ უნდა ვისაუბროთ წარსულსა და დაპირისპირებაზე. ჩვენ ჩვენი ძალები უნდა მივმართოთ შენებაზე. რეალური უნარი ვისაც შესწევს ძალა, რომ მმართოს სახელმწიფო ეს “ქართული ოცნებაა”. ეს იყო რეპეტიცია 2020 წლისთვის, როდესაც კიდევ უფრო მაღალ შედეგს ვაჩვენებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები