ირაკლი კობახიძე: ოქმების მონაცემებით, პირველივე ტურში გაიმარჯვა გეგა შენგელიამ

“შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში, გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
„ზუგდიდის ოლქში 107-დან 88 უბნის მონაცემები დათვლილია. ოქმების მონაცემებით, 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში, გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ.
რაც შეეხება მარნეულს, დათვლილია 86 უბანი 90 -დან . 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები