თაკო ჩარკვიანი: თუ არ აღიარებენ, უნდა დავიძრათ და ჩამოვდგეთ რუსთაველზე

“ჩვენ ეს არჩევანი უნდა დავიცვათ კანონისა და სამართლის ფარგლებში. თუ არ აღიარებენ, უნდა დავიძრათ და ჩამოვდგეთ რუსთაველზე”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„ჩვენ ვიცავთ თითოეულ ხმას. ადამიანების ხმებს ვიცავთ ლიდერები, უბნებზე დანაწილებულები. ეს არის ბრძოლა, რომ ხალხმა უბნებზე საკუთარი ხმა დაიცვას. მე დღეს ვარ გაოცებული და აღშფოთებული. ქალბატონმა მოიგო არჩევნები, რა ქნას მეტი?ძალიან ვარ შეშფოთებული. ჩვენ ეს არჩევანი უნდა დავიცვათ, კანონის და სამართლის ფარგლებში. თუ არ აღიარებენ, უნდა დავიძრათ და ჩამოვდგეთ რუსთაველზე“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები