სანდრა რულოვსი: მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ თუ “ქართული ოცნება” პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებს, მთელი საქართველო შემოიაროს, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს.
„თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ, ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი. მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები