ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი განმუხურში, N39 საარჩევნო უბანზე იმყოფება. კანდიდატი, მხარდამჭერებთან ერთად, ხმების დათვლის პროცედურის დასრულებას ელოდება. სანდრა რულოვსის განცხადებით, ის მეორე ტურს არ ელოდება და პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
ოპოზიციის კანდიდატი მხარდამჭერებისთვის მეგაფონით მიმართვას აპირებს.