ხულოში ამომრჩეველთა 58% გამოცხადდა 

ხულოში 54-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა, საკუთარი ხმა 14 041-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც რეგისტრირებულთა 58% შადგენს. ბოლო მონაცემებით უბნებზე სულ 21 საჩივარი დაიწერა. 18 საჩივარი საოლქოში “ნაციონალური მოძრაობის” ხოლო, 3 არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებისგან შევიდა.
“გამოცხადებულია 14 041 ამომრჩეველი რაც 58% შადგენს, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 1000 ამომრჩევლით მეტი, ამ დროისთვის სულ 21 საჩივარი დაიწერა აქედან 18 საჩივარი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ ხოლო 3 სამართლიან არჩევნებს. ყველაზე მძიმე საჩივარი სიებთან დაკავშირებით იყო რაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ოცნების კორდინატორებს  აღმოაჩნდათ სიები, თუმცა ეს სიები იყო პირადი ნომრის გარეშე რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გაცემული არაა და ამ სიების მოძიება ყველას შეეძლო, აღნიშნულ საჩივრებს 2 დღის განმავლობაში განვიხილავთ საოლქო საარჩევნო კომისია, მინდა გითხრათ რომ აღნიშნული საჩივრები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“ განაცხადა #84 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ მელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები