დიმიტრი ცქიტიშვილი: ზესტაფონში არჩევნები მთელი დღის განმავლობაში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა

ზესტაფონში მიმდინარე არჩევნების მიმდინარეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეაჯამა. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა ზესტაფონში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზესტაფონში არჩევნები მთელი დღის განმავლობაში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა, რისთვისაც მან ზესტაფონის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელებს მადლობა გადაუხადა.
„მშვიდ ვითარებაში ჩატარდა ზესტაფონში არჩევნები. მთელი დღის განმავლობაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა არჩევნების პროცესი, მხოლოდ 6 საჩივარია, რაც არჩევნების შედეგზე გავლენას არ მოახდენს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზესტაფონის საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება.
გარდა ამისა, მადლობა მინდა გადავუხადო შს სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარება. საბოლოო შედეგამდე თავს შევიკავებ, სულ ცოტა დრო რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. სულ რაღაც 1 საათი დარჩა. ჩვენ მივიღებთ არჩევნების შედეგს, თუმცა, წინასწარი შედეგებით, ზესტაფონის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს. ჩვენ დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა ზესტაფონში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები