შსს გიორგი კაპანაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

საინფორმაციო სააგენტო “პრესა.ჯი”-სა და “itv”-ის დირექტორის, გიორგი კაპანაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს, 13:00 საათისთვის, ზუგდიდში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე, გიორგი კაპანაძე, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, შეეწყვიტა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანასა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმება და დათვალიერება, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და ამავე დროს, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.
მოგვიანებით, დაახლოებით 15:00 საათზე, ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გიორგი კაპანაძემ განახორციელა ანალოგიური ქმედება, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
პოლიციამ გიორგი კაპანაძე დააკავა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. ფაქტზე აღნიშნული მუხლებით გრძელდება ადმინისტრაციული საქმის წარმოება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი