ნინო ლომჯარია, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესის დროს, უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მიმართონ.

 

“საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ შუალედური არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს, ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები