ზუგდიდში დაკავებული presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს

ზუგდიდში დაკავებული presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე თავისუფალია.
“არანაირი მტკიცებულება მათ, რომ მე პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიე, არ აქვთ. თურმე არ დავემორჩილე პოლიციას და მე ადმინისტრაციული წესით დამაკავეს”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
სამართალდამცველებმა ზუგდიდში ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე დღეს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
“სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები