ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 55 საჩივარია შესული, აქედან 26 ზუგდიდზე, ხოლო 17 მარნეულზე მოდის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 55 საჩივარი, აქედან 26 ზუგდიდზე, ხოლო 17 მარნეულზე მოდის. მათივე ცნობით, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„მაგალითად, ზუგდიდის 97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა კომისიის საქმიანობას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა, პოლიცია გამოეძახებინა.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობების დამადასტურებელი მოწმობები და მათი იდენტიფიცირება ხდება ბიულეტენების გაცემამდე. ამასთან, არცერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
​საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილია რამდენიმე საათი. საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეულ ამომრჩეველს მოუწოდებს, იაქტიუროს, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები