“ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე” – სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და დამკვირვებლებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.
სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ,,ბოლომდე მიაწვნენ და არ დაკომპლექსდნენ”.
,,თუ ცემა-ტყეპაზე გადმოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. ნუ დაკომპლექსდებით! ეს არარაობები, ივანიშვილის „შნირები” ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ და გული გისკდებოდეთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგაგონ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს – ეგენი არიან დამთავრებულები! ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. მერე რა, რომ მათი „შნირი” ჟურნალისტები დაგდევენ. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, მხარეს შეიცვლიან – ჩვეულებრივი ფულისტები და ფულის ხამები არიან. ამათ არც სამშობლო აქვთ, არც მორალი აქვთ. ერთადერთი ჩვენ აღარ უნდა მივიკედლოთ”, – მიმართა სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
ექსპრეზიდენტმა ,,ფეისბუქლაივის” დროს ,,ქართული ოცნების” წევრებსაც მიმართა, რომ ,,ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს და ნუ მოიპარავენ არჩევნებს“.
,,ძალიან ცოტა დარჩა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ბოგინი. მინდა, ქართველები ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთს. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს მტერი და ჩანერგილი არსება ივანიშვილი კიდევ დიდხანს გასტანს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები