ზუგდიდში presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა ზუგდიდში ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული.
“სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს”, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები