კახა კუჭავა: ჭიათურაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, თავისუფალ გარემოში

“ჭიათურაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, თავისუფალ გარემოში. ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა არცერთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ხმების დათვლაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ ჭიათურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კუჭავამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჭიათურაში მიმდინარეობს მერის არჩევნები და ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები. 58-ვე უბანი გაიხსნა 8 საათზე და პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, თავისუფალ გარემოში. ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა არცერთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ხმების დათვლაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც გამოიჩინა პასუხისმგებლობის გრძნობა, მოვიდა და არჩევანი გააკეთა დღეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და წინასწარი პროგნოზით, გავიმარჯვებთ პირველსავე ტურში. ამიტომ, მე მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, გააქტიურდეს და არ დაიზარონ საარჩევნო უბნებზე მისვლა, თითოეული ხმა გადამწყვეტია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები