ნინია ცისკარიშვილი “ოცნების” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან კავშირს უარყოფს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინია ცისკარიშვილმა, “ოცნების” მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი არავისთან ჰქონია.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ მისი სახელი სიტუაციის დრამატიზების მიზნით გამოიყენა.
„ეს არის სრული აბსურდი, რამდენიმე დღეა, რაც ვიმყოფები ზუგდიდში, რამდენიმე დღეა, რაც ვაკვირდები საუბნო საარჩევნო უბნებს, რამდენიმე ადგილზე აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა, სადაც იყო ერთ-ერთი სამაგიდო სიების გადაცემა წინასაარჩევნოდ, თვითონ უბნებზე და იყო უპატრონოდ. ზოგან არც თავმჯდომარე , არც თავმჯდომარის მოადგილე, არც მდივანი არსად ყოფილა. უპატრონოდ ეყარა იქ ბეჭდები. აქედან გამომდინარე, ყელში ვყავარ ეტყობა გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ისინი აპირებენ, ალბათ, სავარაუდოდ, ამ არჩევნების გაყალბებას და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ“,- განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, ის ნამდვილად არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუმცა უარყოფს, რომ  სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.
„მხარდამჭერი ვარ და წევრი ვარ. არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არ ვყოფილვარ არანაირ თათბირზე“, – აღნიშნა ნინია ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, მათი მტკიცებით, ნინია ცისკარიშვილი დესტაბილიზაციასა და არეულობაზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები