როგორია ჭიათურის მერის შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა

ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის თქმით, ამ დროისთვის, ჭიათურის მერის შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 17.59 % შეადგინა. მისი თქმით, ჭიათურაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“58-ვე საარჩევნო უბნიდან გვაქვს მონაცემები და ამ დროისათვის, სულ მოსულია 7545 ამომრჩეველი, რაც საერთო ოდენობის17.59 პროცენტია. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არც ერთ უბანზე რაიმე არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. საჩივარი არც ოლქში და არც საარჩევნო უბნებზე შემოსული არ არის”, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები