ირაკლი ჭეიშვილი: ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, “ნაცმოძრაობის” ბრალდებები უსაფუძვლოა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ხულოში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც ჭეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სპეცრაზმთან და სამაგიდო სიებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებები აბსურდულია.
“უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ხულოს მოსახლეობას, იმათ რომლებმაც საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს და არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს, იმ მოქალაქეებს რომლებიც ჯერ არ მოსულან უბნებზე აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს,ექსცესებს ადგილი არ აქვს. რაც შეეხება სპეცრაზმის მობილიზებასთან და სამაგიდო სიებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებები, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის აბსურდული ტყუილი, ხულოში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არანაირად არ დგას სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, ეს სიები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები