ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ხოლო ყველაზე დაბალი მთაწმინდაზე დაფიქსირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებზე, 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება, სადაც საკუთარი არჩევანი უკვე ამომრჩეველთა 35,7 პროცენტმა დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა 12:00 საათისთვის თბილისში, მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა – 10.4%.
სხვა რაიონებში კი 12:00 საათისთვის აქტივობის მაჩვენებლები შემდეგნაირია: ახმეტა – 18.4 პროცენტი, მარნეული – 14 პროცენტი, ადიგენი – 23.1 პროცენტი, ზესტაფონი – 16.5 პროცენტი, ჭიათურა – 17.6 პროცენტი, ტყიბული – 17.7 პროცენტი, წყალტუბო – 22.2 პროცენტი, ოზურგეთი – 17.8 პროცენტი, ზუგდიდი – 20.1 პროცენტი, ხულო – 19.5 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები