გრიგოლ ვაშაძე: უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება

” უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის 18-ე საოლქო საარჩევნო უბანთან განუცხადა.
“უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში. იცით, რომ დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ასევე, ზუგდიდის მე-9 უბანზე, ტელეკამერებით მოსყიდვის ფაქტები. კოკში უკვე დაიწყეს კრიმინალებმა ცემა-ტყეპა. მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი კურსირებს და ალბათ, მითითება აქვთ მიცემული, როდის უნდა დაიწყონ. ისევ ჩაატარებენ სპეცოპერაციას, დამიჯერეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები