ცესკო: დამკვირვებლებმა ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები გამოართვეს და მონაცემები ჩაინიშნეს

„დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის თქმით, დამკვირვებლებსა და წარმომადგენლებს არ აქვთ ვალდებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უბანზე ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს გადასცეს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა.
“დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების შემოწმება, მათ შორის, გამორთმევა და მონაცემების ჩანიშვნა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება, აჩვენოს ან გადასცეს პირადობის მოწმობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა“,- აღნიშნა მიქელაძემ.
მისივე თქმით, მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, ამომრჩეველს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და მონაცემები დაამუშაონ, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ მოახდინონ ამომრჩევლის შეფერხება, პროცესისა და კომისიისათვის მუშაობის ხელის შეშლა”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები