ბიძინა ივანიშვილი: “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვებს

„აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდაზე, მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

„აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. დღევანდელი დღე დაგვანახებს, რომ ისევე, როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.
უპირატესობა ჩვენი კანდიდატების დიდია და დიდი ალბათობით, “ქართული ოცნება”, დიდი უპირატესობით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. “,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები