ზუგდიდში მოქალაქე ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ზუგდიდში, 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ინციდენტი მოხდა – ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სორდია გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გვარამიამ გამოართვა პარკი და რაც შიგ ედო, ძირს დააყრევინა.
„გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე, რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს, დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე, გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა“, – განაცხადა სორდიამ.
თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ აღნიშნულ ქალბატონს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები