გიორგი მარგველაშვილი: ვინც არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე საარჩევნო ბიულეტენზე გადაიტანეთ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდაზე, საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, ჭაობი უნდა დამთავრდეს. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში, იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა. ​
მისივე თქმით, მთაწმინდელი ამომრჩეველი კარგად არჩევს ტყუილ-მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას ის საარჩევნო ბიულეტენზე გადაიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები