დავით ჭუმბურიძემ ხმა ჭიათურის N3 საარჩევნო უბანზე მისცა

ჭიათურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს “ევროპული საქართველო” უჭერს,  არჩევანი უკვე დააფიქსირა.  ჭუმბურიძის თქმით, ხმა უკეთეს მომავალს მისცა.

“ხმა მივეცი ჭიათურის უკეთეს მომავალს, მომავლის ჭიათურას და არა იმ ნგრევას, რაც ახლა მიმდინარეობს. მოვუწოდებ ყველა ჭიათურელს – მობრძანდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი და მოგიწოდებთ, რომ ეს არჩევანი იყოს თქვენი და არა დავალებული”,- განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები