უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები პირველად გამოიყენა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების ATACMS-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნება დართო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები