რა ხდებოდა ღამით რუხში – რულოვსის “უსახელო” მხარდამჭერები მედიის გამოჩენამ გააღიზიანა (ვიდეო)
გვიან ღამით გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის მზარდამჭერები სოფელ რუხშიც ჩაიყვანეს. ენმ-ს საარჩევნო შტაბში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის გამოჩენამ ისინი გააღიზიანა.
“კვირას” კითხვა, თუ რომელი რეგიონიდან ჩავიდნენ სამეგრელოში, ან რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, მათ უპასუხოდ დატოვეს.
სანდრა რულოვსის მხარდამჭერებმა ვერც ის დაასახელეს, თუ რა სტატუსით აპირებდნენ საარჩევნო პროცესში ჩართვას.
არსებული ინფორმაციით, რუხში, ენმ-ს საარჩევნო შტაბში პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ბადრი ბასიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა ის მედიასთან არ გამოჩენილა.
რულოვსის მხარდამჭერები “კვირას” მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ და გადამღებ ჯგუფს შტაბის ტეროტორია დაატოვებინეს.