„ISFED-მა დააშავა 2020-ში, როდესაც გამოაქვეყნა გაყალბებული მონაცემები და ახლა მეორე დანაშაულს ჩადის, რომ არ აქვეყნებს იმ მონაცემებს, რომელიც წერტილს დაუსვამს ნებისმიერ სპეკულაციას” – ვოლსკი
“მოკლე შედარება, რაც გაკეთდა, რომ პარალელური დათვლა და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის სერიოზული დარტყმა და ისტერიკის საფუძველი, რომელიც დღეს დამკვიდრებულია ოპოზიციის მიერ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ISFED-მა ერთი დააშავა 2020-ში, როდესაც გამოაქვეყნა გაყალბებული მონაცემები და ახლა მეორე დანაშაულს ჩადის, რომ არ აქვეყნებს იმ მონაცემებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ნებისმიერ სპეკულაციას“, – განმარტა ვოლსკიმ.