ტერფის კვლევა და დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”
იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია მიიღოთ ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ, საჭიროა ტერფებზე სრულფასოვანი კვლევის ჩატარება. თანამედროვე მეთოდებითა და აპარატურით ტერფის კვლევა “ახალ ხედვაში” უკვე წლებია ხელმისაწვდომია. სამედიცინო ჯგუფის კლინიკებში ტერფის გამოკვლევა იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით ხორციელდება, რომელიც სპეციალურ ბილიკზე სიარულისა და დგომის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება კი შესაძლებლობას იძლევა ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართობის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებაში. ტერფის კვლევის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:
● ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
● თაღის ფორმის;
● ტერფებზე წონითი დისბალანსის;
● ყრდნობის ფართის;
● სიმძიმის ღერძის შესახებ და სხვ.
კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. დიაგნოსტიკის ჩასატარებლად აუცილებელია, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ, კლინიკა ინდივიდუალური ღაბაშების (სუპინატორების) დამზადების შესაძლებლობასაც გთავაზობთ – ეს მკურნალობის პროცესს ორმაგად ეფექტურს ხდის და ტერფზე უკვე არსებულ პრობლემებს ამცირებს. სუპინატორი ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი, კი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. გაითვალისწინეთ, რომ ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს, ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, ჩაიტარეთ ტერფის კომპიუტერული კვლევა, დიაგნოსტიკა და ეცადეთ, რომ ეს პრობლემები დროულად აირიდოთ თავიდან.