პლანტოგრაფია – ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდი
ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამას კომპიუტერული კვლევა სჭირდება. თანამედროვე მედიცინაში ტერფის დეფორმაციების შეფასებისა და მონიტორინგისთვის ტარდება დიაგნოსტიკა – პლანტოგრაფია, ეს პროგრამული უზრუნველყოფა აანალიზებს ტერფზე მიღებულ მონაცემებს, ადგენს ფეხის ყველაზე გადატვირთულ უბნებს და აფიქსირებს ნებისმიერ ცვლილებას. ეს პროცესი ზომების დამახინჯების გარეშე ხარისხიანი სურათების მიღების შესაძლებლობას იძლევა. პლანტოგრაფია ზუსტად და ინდივიდუალურად განსაზღვრას ტერფზე არსებულ პრობლემებს. ამ კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია 4 წლის ასაკიდან, როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა ყალიბდება. პლანტოგრაფია კეთდება:
● ბავშვებისთვის – ფეხის დაწეული თაღი ან ფეხის ამაღლებული თაღის დასადგენად.
● სპორტსმენებისთვის – რათა გამოიკვლიონ დინამიკური წონასწორობა და ძალების გადანაწილება მოძრაობის დროს.
● ნებისმიერი ადამიანისთვის – ვისაც ტერფზე ტკივილი და პრობლემები აწუხებს.
პლანტოგრაფია ტერფის ციფრული კვლევის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ტერფის პირდაპირ სკანირებას გულისხმობს. ეს პროცესი გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობითა და სრული ობიექტურობით, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენებები და სრულიად უვნებელია. პლანტოგრაფიის დროს სამ განზომილებაში ტერფის პირდაპირი სკანირება და პარამეტრების ანალიზი ხდება. ეს მიღწევები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ამ სერვისს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს. ტერფზე არსებული პრობლემების დიაგნოსტიკის ახალი მიდგომები სამედიცინო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანიაა.