ასლან ბჟანია უარყოფს ინფორმაციას, რომ მან ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო მმართველმა, ასლან ბჟანიამ, რომელმაც ხელი მოაწერა “პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის” განცხადებას, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დატოვა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება, თავად ასლან ბჟანიამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

“ამ დროისათვის ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. ეს ადგილი არაფრით არ ჩამოუვარდება „კრასნაია პოლიანას“, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ახლა „კრასნაია პოლიანასთვის“ არ მცალია, უამრავი საქმე მაქვს აქ. ძვირფასო მეგობრებო, არ აჰყვეთ იმ ადამიანების პროვოკაციებს, რომლებიც ასეთ აშკარა სიცრუეს ავრცელებენ.“

დე ფაქტო რესპუბლიკის “ხელისუფლებასა” და “ოპოზიციას” შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ბჟანიამ განაცხადა, რომ “გადადგომის” შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებდა ვადამდელ “საპრეზიდენტო არჩევნებში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები