როგორ დატოვა ბადურ რაფავამ საქართველო – შსს ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს (ვიდეო)

ბადურ რაფავამ, რომელმაც ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას თქმით, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ფარული ჩანაწერი გაავრცელა, ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს. უწყებამ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ტოვებს რაფავა ქვეყანას. ვიდეოში აღბეჭდილი შავპიჯაკიანი მამაკაცი სწორედ ბადურ რაფავაა. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მან საქართველოს საზღვარი 17 მაისს, 10:56 საათზე გადაკვეთა. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას განცხადებით, ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს, ფაბრიკაციაა.

“ეს იყო მონტაჟი და ფაბრიკაცია, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. ჩემი ვარაუდით, ეს ჩანაწერი ჩემმა ერთმა პაციენტმა, ბადურ რაფავამ გააკეთა, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია და ჩანაწერი ძველია, ანუ დაახლოებით 2017 წლის“, – განმარტავს გია დანელია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-მა ფარული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ზუგდიდის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი გია დანელია ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად, მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 %-ზე მეტი და ამ მიზნის მისაღწევად, “ოცნების” ლიდერებს შეუძლიათ, დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები