ზუგდიდში მომხდარი ძალადობის ფაქტზე კიდევ 2 პირი პასუხისგებაში მიეცა

2019 წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მომხდარ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში კიდევ 2 პირი მიეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებულ მ. ც.-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ძალადობის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალი.

ორივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები